რა უნდა იცოდე STEM სკოლის შესახებ
STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.
პირველად საქართველოში მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, STEM მიმართულებით და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.
![](https://stem.school.ge/wp-content/uploads/2023/02/11111111111-500-500_BACKGROUND-COLOR-02.png)
მეცნიერება
STEM პროექტების განხორციელება გვეხმარება აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ ბუნების კანონზომიერებები, იმისათვის რომ ეს ცოდნა ადამიანების საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ
![](https://stem.school.ge/wp-content/uploads/2023/02/500-500_BACKGROUND-COLOR-04.png)
ტექნოლოგია
ტექნოლოგიების შექმნა გვიმარტივებს ყოველდღიურობას და ხელშესახებს ხდის იმას, რაც ადამიანისთვის მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი შეიძლება ყოფილიყო
![](https://stem.school.ge/wp-content/uploads/2023/02/500-500_BACKGROUND-COLOR-01.png)
ინჟინერია
ინჟინერია ბუნების კანონზომიერებების პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენებასა და შესაბამისი ტექნოლოგიების შექმნაში გვეხმარება
![](https://stem.school.ge/wp-content/uploads/2023/02/-e1675975872429.png)
მათემატიკა
მათემატიკური უნარები და ლოგიკური აზროვნება ბუნების მოვლენების აღწერის, ალგორითმების შემუშავებისა და ინჟინრული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას გვაძლევს
რა არის STEM სკოლის უპირატესობები?
- STEM სკოლა შესაძლებლობას გაძლევს მიიღო საბაზისო ცოდნა ელექტროინჟინერიასა და პროგრამირებაში, ფუნქციურად გამოიყენო მიღებული გამოცდილება და დამოუკიდებლად განაგრძო განვითარება
- STEM სკოლაში სასწავლო პროცესსა და სწავლების ხარისხს მართავს კომაროვის სკოლა − შენი მასწავლებლები იქნებიან STEM სწავლების გამოცდილების მქონე კომაროვის პროფესიონალები
- STEM სკოლის კურიკულუმი ინდივიდუალური, დასავლური საგანმანათლებლო პრინციპებისა და გამოცდილების მიხედვითაა შემუშავებული
- სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებ სერტიფიკატს
- ამ ეტაპზე, STEM სკოლა წარმატებით გაირა 201-მა მოსწავლემ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთაგანაც 63 საუკეთესო შედეგის მქონეს, სწავლა სრულად დაუფინანსდა საქართველოს ბანკის მიერ.
- საქართველოს ბანკი ყოველწლიურად დამატებით 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სრულად დაუფინანსებს სწავლას და გადასცემს კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკასა და მოწყობილობებს
- STEM სკოლაში სწავლა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურ რეჟიმში ყოველ შაბათ ან კვირა დღეს (მოსწავლე თავად ირჩევს მისთვის ხელსაყრელ დღეს)
ინფორმაცია რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის შესახებ
- STEM სკოლაში მოხვედრას შეძლებ, თუ ხარ მე-7, მე-8, მე-9 ან მე-10 კლასის მოსწავლე საქართველოს მასშტაბით ან ცხოვრობ საზღვარგარეთ და კარგად იცი ქართული ენა
- პროექტში მოსახვედრად 2022-2023 სასწავლო წელს შენი წლიური შეფასება ფიზიკასა და მათემატიკაში არ უნდა იყოს 8-ზე ნაკლები (რეგისტრაციის შემდეგ, როდესაც ამას STEM სკოლის ადმინისტრაცია მოითხოვს, უნდა წარმოადგინო ნიშნების ფურცელი, დადასტურებული სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით)
- STEM სკოლის 2023 წლის შემოდგომის პირველ მოდულზე მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 20 აგვისტოს და გაგრძელდება 4 სექტემბრის ჩათვლით
- პროექტში მოსახვედრად ჩაგიტარდება ტესტირება, რომელიც შეამოწმებს შენი ლოგიკური აზროვნების უნარს, ალგორითმულ აზროვნებასა და მათემატიკის ცოდნას
- ტესტირება ჩატარდება ონლაინ, ჩართული ვიდეოკამერებით (ტესტირების თარიღი გეცნობება რეგისტრაციის დროს მითითებულ ელფოსტაზე)
- STEM სკოლაში ერთი თვის სწავლის ღირებულება 100 ლარია
- STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა:
- 1. პირველი მოდული 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 2024 წლის იანვარის ბოლომდე გაგრძელდება
- 2. მეორე მოდული 2024 წლის თებერვალში დაიწყება და ივნისში დასრულდება დასრულდება
- გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთხელ – შაბათს ან კვირას – 2 ცვლად, საიდანაც აირჩევ შენთვის სასურველ დღეს და პერიოდს
- 1. პირველი ცვლა 10:00-დან 13:00 სთ-მდე იქნება
- 2. მეორე კი 14:00 სთ-ზე დაიწყება და 17:00 სთ-ზე დასრულდება
- თითო კვირაში ჩატარდება 4 გაკვეთილი, თითოეული კი 40 წუთს გაგრძელდება
- მთლიანი სასწავლო კურსი, ორივე მოდული, შედგება 32 სასწავლო დღისგან
- გაკვეთილები გაიმართება ონლაინ, Google Classroom პლატფორმის გამოყენებით
- STEM სკოლაში სწავლისთვის უზრუნველყოფილი უნდა გქონდეს ხარისხიან ინტერნეტსა და ლეპტოპზე / კომპიუტერზე ხელმისაწვდომობა
- სახელმძღვანელოებსა და ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებს STEM სკოლა მოგაწვდის
STEM სკოლის სრული კურსი მოიცავს შემდეგ თემებს
ელექტრობის საწყისები:
- ელექტრული მუხტი და ელექტრული დენი
- ელექტრული ძაბვა, წინაღობა, ომის კანონი, ელექტრული სიმძლავრე
- ელექტრული წრედის კომპონენტები, მიმდევრობითი და პარალელური შეერთება, შერეული შეერთება
- ნახევარგამტარები და მათი გამოყენება ტექნოლოგიებში
Tinkercad პლატფორმის შესწავლა და გამოყენება:
- ელექტრული წრედის კომპონენტების შესწავლა და საზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპის გაცნობა Tinkercad-ში
- მიკროკონტროლერ arduino-ს მუშაობის პრინციპის შესწავლა
- პროგრამული კოდებისა და ალგორითმების შესწავლა
მიკროკონტროლერი arduino და მისი კომპონენტები:
- წნევის, ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორებით ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ეკრანზე გამოტანა
- ულტრაბგერითი სენსორით ინფორმაციის მიღება და პროცესების მართვა
- ფოტორეზისტორით ინფორმაციის მიღება და პროცესების მართვა
მიკროკონტროლერ arduino-სა და მისი კომპონენტების გამოყენებით STEM პროექტების შესრულება (ირჩევ ერთ-ერთს):
- STEM პროექტი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის მიმართულებით
- ინტერდისციპლინარული STEM პროექტები ერთდროულად სხვადასხვა დისციპლინის გათვალისწინებით