რა უნდა იცოდე კომაროვის ონლაინ სკოლის შესახებ
კომაროვის ონლაინ სკოლა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მიზნად ისახავს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.
პირველად საქართველოში, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად, კომაროვის სკოლის პროფესიონალებისგან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება ფიზიკასა და მათემატიკაში!

მათემატიკა
მათემატიკური უნარები და ლოგიკური აზროვნება ბუნების მოვლენების აღწერის, ალგორითმების შემუშავებისა და ინჟინრული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას გვაძლევს

ფიზიკა
ფიზიკის კომპეტენციების დაუფლება საშუალებას გვაძლევს ავხსნათ ბუნების კანონზომიერებები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. დავსვათ ფუნდამენტური შეკითხვები სამყაროს არსის შესახებ, ასევე გავიაზროთ თანამედროვე ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპები
რა არის კომაროვის ონლაინ
სკოლის უპირატესობები?
- კომაროვის ონლაინ სკოლა საშუალებას გაძლევს დაზოგო დრო და სახლიდან გაუსვლელად მიიღო ხარისხიანი განათლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროგრამის (არა ფიზიკა-მათემატიკური) შესაბამისად
- შეიყვარო ფიზიკა და მათემატიკა კომაროვის პროფესიონალი გუნდის დახმარებით
- აირჩიო შენზე მორგებული გრაფიკი
- მიიღო საბაზისო ცოდნა და მიღებული გამოცდილება გამოიყენო დამოუკიდებლი განვითარებისთვის
- მშობლები მიიღებენ დეტალურ უკუკავშირს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით
- იყო თავდაჯერებული და თამამად დაგეგმო შენი მომავალი
- შეგიძლია აირჩიო მხოლოდ ფიზიკის ან მათემატიკის კურსი (ან ორივე ერთად)
- იყავი გამორჩეული და მოიპოვე საქართველოს ბანკის დაფინანსება
- სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებ სერტიფიკატს
ინფორმაცია რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის შესახებ
კომაროვის ონლაინ სკოლაში მოხვედრას შეძლებ:
- თუ ხარ მე-7, მე-8 ან მე-9 კლასის მოსაწვლე და დაინტერესებული ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან ორივე საგნის შესწავლით.
- თუ ხარ მე-10 ან მე-11 კლასელი და დაინტერესებული ხარ ფიზიკის აბიტურით (სრული სააბიტურიენტო კურსით)
- იმყოფები ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა კარგად იცი ქართული ენა
- ონლაინ სკოლაში სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად იყოფა, თითოეული ტრიმესტრი შეიცავს 24 სასწავლო დღეს (ფიზიკა 48 გაკვეთილი, ფიზიკის პრეაბიტური 72 გაკვეთილი, მათემატიკა 72 გაკვეთილი)
- გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ
- გაკვეთილები ტარდება Google Meet პლატფორმის გამოყენებით
- ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებს კომაროვის ონლაინ ჯგუფი მოგაწვდით
- შესაბამისი კურსის არჩევის შემთხვევაში მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შემოთავაზებული განრიგიდან ერთ – ერთი (ჯგუფების შევსების შემთხვევაში შესაძლოა განრიგში დაემატოს განსხვავებული შესაძლებლობებიც):
ფიზიკა:
| VII კლასი | ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი) სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი) |
| VIII კლასი | ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი) სამშაბათი-პარასკევი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი) |
| IX კლასი | ორშაბათი-ხუთშაბათი: 16.00-17:30 (შესვენება 5 წუთი) სამშაბათი-პარასკევი: 17.40-19:10 (შესვენება 5 წუთი) |
| პრეაბიტური | ორშაბათი-ხუთშაბათი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი) სამშაბათი-პარასკევი: 19.20-21:35 (შესვენება 5 წუთი) |
მათემატიკა:
| VII კლასი | ორშაბათი-ხუთშაბათი: 15.30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი) სამშაბათი-პარასკევი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი) |
| VIII კლასი | ორშაბათი-ხუთშაბათი: 17.50-20:00 (შესვენება 5-5 წუთი) სამშაბათი-პარასკევი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი) IX კლასი. ორშაბათი-ხუთშაბათი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი) |
| IX კლასი | ორშაბათი-ხუთშაბათი: 15:30-17:40 (შესვენება 5-5 წუთი) სამშაბათი-პარასკევი: 17.40-20:00 (შესვენება 5-5 წუთი) |
VII კლასი
- შესავალი: ფიზიკური ცნებები
- ნივთიერების აგებულება და მისი ფიზიკური თვისებები
- თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა
- ბუნების ძალები
- წნევა
- ჰიდრო სტატიკა და აერო სტატიკა
VIII კლასი
- მექანიკური მოვლენები: მექანიკური მუშაობა, სიმძლავრე, მექანიკური ენერგია, მექანიკური ენერგიის შენახვის კანონი
- სტატიკა: მარტივი მექანიზმები, მათი წონასწორობის პირობები და გამოყენების მეთოდები
- სითბური მოვლენები: შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის ხერხები, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების ცვლილება, სითბური ბალანსი და მისი განტოლება
- ენერგიის მუდმივობის კანონი: მექანიკური ენერგიის გარდაქმნა შინაგან ენერგიად
IX კლასი
- კინემატიკა: წრფივი მოძრაობა, მრუდწირული მოძრაობა
- დინამიკა: ძალები, ნიუტონის კანონები და მათი გამოყენება
- სტატიკა: სხეულის და სხეულთა სისტემების წონასწორობის პირობები
- მედმივობის კანონები მექანიკაში
პრეაბიტური
- კინემეტიკა
- ნიუტონის კანონები და ბუნების ძალები
- მედმივობის კანონები მექანიკაში
- სტატიკა
- ჰიდრო და აერო სტატიკა
- მექანიკური რხევები და ტალღები
- გეომეტრიული ოპტიკა
- სითბური მოვლენები
- ელექტრული მოვლენები
- მაგნიტური მოვლენები
VII კლასი
- სიმრავლეები, ოპერაციები სიმრავლეებზე
- ნატურალური რიცხვები, მარტივი და შედგენილი რიცხვები, გამყოფი, ჯერადი
- რიცხვითი ღერძი, მთელი რიცხვები, რაციონალური რიცხვები
- საშუალო არითმეტიკული
- პროპორცია, პროპორციულ ნაწილებად დაყოფა
- ნაწილი, პროცენტი.
- ალგებრული გამოსახულება, ახალი ოპერაცია
- რიცხვის ნატურალური ხარისხი და მისი თისებები
- ერთწევრი და მრავალწევრი.
- შემოკლებული გამრავლების ფორმულები
- წრფივი განტოლება, განტოლებათა სისტემა
- მონაცემთა თვალსაჩინოდ წარმოდგენის ხერხები
- მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები
- წერტილი, წრფე, სიბრტყე
- სხივი, მონაკვეთი, კუთხე, კუთხეთა კლასიფიკაცია
- კუთხის ბისექტრისა,მონაკვეთის შუამართობი
- მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები
- წრფეთა პარალელურობის ნიშნები
- სამკუთხედი და მისი ელემენტები.
- სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდების და კუთხეების მიხედვით
VIII კლასი
- სიმრავლე, რიცხვითი სიმრავლეები
- ხარისხი მთელი მაჩვენებლით, ხარისხის თისებები
- წილადური გამოსახულებება, განსაზღვრის არე
- წილადური გამოსახულების გამარტივება
- წილადური განტოლება, ტოლფასი განტოლებები
- წრფივი ერთუცნობიანი უტოლობა, უტოლობათა სისტემა
- კვადრატული ფესვი, ირაციონალური რიცხვები
- ირაციონალურ რიცხვებზე მოქმედებები
- ირაციონალური განტოლებები
- ფუნქცია, ფუნქციის თისებები (წრფივი ფუნქცია)
- საკოორდინატო სიბრტყე, წერტილის კოორდინატი სიბრტყეზე
- ფუნქციის გრაფიკი
- მრავალკუთხედი
- ოთხკუთხედები: პარალელოგრამი, რომბი, მართკუთხედი, კვადრატი, ტრაპეცია
- წრეწირში ჩახაზული და მასზე შემოხაზული ოთხკუთხედები
- სამკუთხედების მსგავსობა, მსგავსების ნიშნები
- პროპორციული მონაკვეთები წრეში
- სამკუთედის შუახაზი
- მონაცემთა წარმოდგენის ხერხები.
- ხდომილობა, ხდომილობის ალბათობა
- კომბინატორიკის ელემენტები
IX კლასი
- რიცხვითი სიმრავლეები, რაციონალური და ირაციონალური რიცხვები, ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე
- კვადრატული ფესვი, ირაციონალური გამოსახულებების გამარტივება
- მთელი და წილადური განტოლებები
- პროპორცია, ნაწილი, პროცენტი
- რიცხვითი უტოლობა და მისი თვისებები
- კვადრატული განტოლება
- ვიეტის თეორემა
- კვადრატული სამწევრის მამრავლებად დაშლა
- ფუნქცუა, ფუნქციის მოცემის ხერხები, ფუნქციის თისებები
- კვადრატული ფუნქცია და მისი თისებები.
- კვადრატული უტოლობა
- მიმდევრობა
- არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია
- ვექტორი, მოქმედებები ვექტორებზე
- გეომეტრიული გარდაქმნები
- მსგავსება, მსგავსების ნიშნები
- პროპორციული ნაწილები მართკუთხა სამკუთხედში
- ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში
- პითაგორას თეორემა, მისი შედეგები
- ორი წრეწირის საერთო გარე და შიგა მხები
- წრეწირი, წრე, მისი ნაწილები
- მხები, მკვეთი
- წრეწირთან დაკავშირებული კუთხეები
- ჩახაზული და შემოხაზული წრეწირები
- ხდიმილობა, ალბათობა.
- კომბინატორიკა












